ქუთაისში მოქალაქემ მერიის შენობას ქვები დაუშინა

ვანდალიზმის ფაქტი ქუთაისის მერიაში – მოქალაქემ მერიის შესასვლელი დაარბია. დამტვრეულია მინები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

თვითმხილველების თქმით, უცნობმა კაცმა მერიას ქვები დაუშინა. ის უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას აპროტესტებდა.

შემთხვევის დროს ადგილზე მერიის მისაღებში თანამშრომლები მუშაობდნენ და მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

მერიის დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები