ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე, აქტიურ კავშირზეა იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, – ამის შესახებ ქუთაისი მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, მერია უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს.
“ბოლო რამდენიმე დღეა სრულიად ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ერთობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა და როლი შეიძინა. ჩვენი უკრაინელი დები და ძმები მამაცურად იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე, აქტიურ კავშირზეა იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
ხარკოვის , ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს განისაზღვრა კონკრეტული საჭიროებები, როგორიცაა საველე ჰოსპიტალის აღჭურვილობა, მედიკამენტები, ბავშვის საკვები და ჰიგიენური ნივთები, ასევე სხვა ნივთები რომელიც გამოადგებათ თავშესაფრებსა და ბრძოლის ველზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინის მხარდასაჭერად და სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება იწყება.
ჰუმანიტარული აქციისთვის ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა.
ამასთანავე, შეიქმნა საგანგებო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს თანხა.
ფონდის ანგარიშის ნომერია:
საქართველოს ბანკი :
GE04BG0000000533490747
ა(ა)იპ ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილ მოქალაქეთა დარბაზი.
საბანკო კოდი: BAGAGE22
თიბისი ბანკი:
GE52TB7508736080100010
ა(ა)იპ ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილ მოქალაქეთა დარბაზი.
საბანკო კოდი: TBCBGE22
ჰუმანიტარულ აქციაში თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის მხარდაჭერა ქუთაისისა და ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია. ჩვენი მოძმე ერი ყოველთვის გვერდით გვედგა გასაჭირში, დადგა ჩვენი ჯერი- დავანახოთ ერთობა და მხარდაჭერა.
პროდუქციის შეგროვება 1 მარტიდან დაიწყება.
პროდუქციის მოწოდების სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული ტვირთი შეგიძლიათ მიიტანოთ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში” (ტურიზმის ცენტრში).
მისამართი:
ქუთაისი, რუსთაველის N9ა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის მერის მოადგილე, 551 44 90 90 ;
მარიამ დევიძე, ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” ხელმძღვანელი, 595 18 68 18″, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.