რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი, მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის. ამის შესახებ ამბროლაურის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის.

“ამ დროისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რეგიონი, მასში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის მობილიზებას ახორციელებს.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფარმაცევტული პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და პირველადი მოხმარების სხვა ნივთების შეძენა განხორციელდება.

,,აქციაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს მოძმე ერს” -აცხადებს გოჩა ენუქიძე

მსურველებმა ინფორმაციისთვის დარეკეთ ⬇️

📞აბროლაურის მერია-598 39 03 12
📞ონის მერია- 599 22 48 42
📞ცაგერის მერია- 551 40 31 40
📞ლენტეხის მერია- 599 85 27 25
📞 მესტიის მერია- 595089530

შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი, უკრაინაში საქართველოს მთავრობის დახმარებით გაიგზავნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები