ოზურგეთში მცხოვრები შშმ პირთათვის საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების მხარდაჭერა გაიზრდება

სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ოზურგეთში, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების მხარდაჭერა გაიზრდება და სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის განკუთვნილი პროგრამების და სერვისების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საქველმოქმედო ფონდ ,,აი იას“ დირექტორმა ნანა გოთუამ, ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკარის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა მოაწერეს.

„ოზურგეთის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო „სმარტ კაპიტალ ჯგუფს,“ საქველმოქმედო ფონდ ,,აი, იას“ და ქართულ-გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ „ბეკარს“ ოზურგეთში ჩატარებული საინტერესო შეხვედრებისთვის და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში გამოხატეს. მათი გამოცდილება და რეკომენდაციები, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ბენეფიციარების საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული აქტივობები დავგეგმოთ,“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები