ქალაქ მცხეთაში მყოფი უკრაინელი ტურისტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ქალაქ მცხეთაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინელი მოქალაქეების ამჟამინდელ მდგომარეობას დეტალურად გაეცნენ და განმარტეს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეებს შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფს.

ამასთან, გიორგი ჩიფჩიურმა და დიმიტრი ზურაბიშვილმა აქტიური კომუნიკაციისათვის მზადყოფნა გამოთქვეს და უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

თავის მხრივ, არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს უკრაინის მოქალაქეებმა და მათ საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები