ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ ქალაქიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება.

 

,,ქუთაისის მუნიციპალიტეტი , უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ხარკოვის , ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება , კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევა შეგვიძლია მერის სარეზერვო ფონდიდან დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის. იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად“, – განაცხადა ქუთაისის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები