EU4Culture პროექტის გუნდმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა ქუთაისში სამუშაო შეხვედრა გამართეს
EU4Culture-ის პროექტის ფარგლებში, ქუთაისში , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ჩატარდა კონფერენცია, სადაც EU4Culture -ის ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს კულტურის განვითარების სტრატეგიის სტრუქტურის ნიმუშის პრეზენტაცია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე, საკრებულოს კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი, EU4Culture პროექტის კოორდინატორი საქართველოში ხატია ჭოხონელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე გაიმართა EU4Culture ფარგლებში გამოცხადებული მობილობის კონკურსის პრეზენტაცია.
პრეზენტაციები წარმოადგინეს EU4Culture -ის ადგილობრივმა ექსპერტებმა: ელენე თოიძემ, ვატო ურუშაძემ, მარიამ ლეჟავამ და რუსუდან ებრალიძემ.
წარმოდგენილი იქნა შემოქმედებითი საქართველოს პროექტები და შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის ჯგუფის წევრები , რომლებიც შერჩეულნი არიან სტრატეგიის დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისგან