“სოლიდარობა უკრაინას” – ზუგდიდში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

“სოლიდარობა უკრაინელ ჟურნალისტებს და უკრაინელ ხალხს” – ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოფინეს. მათი თქმით, ამ ფორმით,გააპროტესტეს რუსული აგრესია და ომი უკრაინის წინააღმდეგ.

“ჩვენ ვიცით, რა არის ომი, რადგან რუსეთთან ეს უკვე გამოვიარეთ 2008 წელს და იგივე გრძელდება დღეს უკრაინაში. პირველ რიგში, ამ აქციით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სრულიად უკრაინას. რადგან ვფიქრობთ, რომ მათთვის თითოეული, თუნდაც მცირედი მხარდაჭერაც, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან. დიდება უკრაინას! არა ომს! რუსეთი ოკუპანტია!”- განაცხადა პირველი არხის ჟურნალისტმა ნატალია ბერულავამ.

აქციას ზუგდიდში მყოფი ბრიტანელი ჟურნალისტიც შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები