ალექსანდრე ტყებუჩავა: მშვიდობა უკრაინაში მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში, კავკასიასა და მთელ ევროპაში

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “მშვიდობა უკრაინაში მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში, კავკასიასა და მთელ ევროპაში”.

„დარწმუნებული ვარ, ყველა აქტიურად ვადევნებთ თვალყურს ჩვენს მოძმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად მსოფლიოს მხრიდან არაერთი დიპლომატიური მცდელობისა, რუსეთმა ომი გამოუცხადა უკრაინას და ახორციელებს სამხედრო ინტერვენციას.
ემოციების გარეშე რთულია საუბარი. ძალიან მძიმეა გააზრება იმის, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, სუვერენულ სახელმწიფოს თავს ესხმოდეს მეორე სახელმწიფო ასეთი უსამართლო მიზეზებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მშვიდობა უკრაინაში მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში, კავკასიასა და მთელ ევროპაში.
იმედია ძალიან მალე შეწყდება საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და ცივილიზებული სამყარო მოახერხებს რუსეთის აგრესიის შეჩერებას. ვიმედოვნებ რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდება.
დიდება უკრაინას, დიდება უკრაინელ გმირებს და გამარჯვება უკრაინას ამ უთანასწორო ომში.
ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს არის 25 თებერვალი, საბჭოთა ოკუპაციის დღე. მიუხედავად ამდენწლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული. სამწუხაროდ, დღესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი მოგეხსენებათ და კარგად ვიცით რომ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ .
ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო იქნება ძლიერი და საქართველო იქნება ერთიანი.
ღმერთმა დალოცოს საქართველო“,

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები