საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ალექსანდრე სარიშვილმა გენერალ-მაიორ დავით ართმელაძის საფლავი ყვავილებით შეამკო
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ქვიანში გენერალ-მაიორ დავით ართმელაძის საფლავი ყვავილებით შეამკო, შემდეგ კი ოკუპაციის მუზეუმში ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები და განახლებული ექსპოზიცია დაათვალიერა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზეც.