“არა რუსულ აგრესიას” – ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

“დიდება უკრაინას”; “არა რუსულ აგრესიას” – ამ ლოზუნგებით ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე ბათუმში მცხოვრები უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეები შეიკრიბნენ, დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ზელენსკიმ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში ათობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები