ეროვნული მნიშვნელობის მქონე თრუსოს ხეობის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ბუნებრივ, კულტურულ ლანდშაფტს, ახალი სამსახური დაიცავს

ეროვნული მნიშვნელობის მქონე თრუსოს ხეობის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ბუნებრივ, კულტურულ ლანდშაფტს, ახალი სამსახური დაიცავს. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის ცენტრის” მიზანი ხალხური შემოქმედებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ტრადიციების შენარჩუნება-განვითარება, ხეობის სისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებული ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენა-კონსერვაცია, რეკრეაციული და ტურისტული საქმიანობების განხორციელებაა.
თრუსოს დაცული ლანდშაპტის ცენტრის ხელმძღვანელად გელა ფიცხელაური დაინიშნა.
23 თებერვალს ფიცხელაური, ცენტრისა და მერიის თანამშრომლებთან ერთად, თრუსოს ხეობას, პირველი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.
„სილამაზე, რომელიც ღმერთმა და ბუნებამ ჩვენს ხევს აჩუქა, ანთროპოგენიზაციის შედეგად, გადაგვარების პირასაა. უმნიშვნელოვანესია ახალი სამსახურის როლი თრუსოს ხეობის ლანდშაფტისა და ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების საქმეში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ჩართულობითა და თავდაუზოგავი შრომით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელიც ჩვენმა სამსახურმა დაისახა. მჯერა, აღდგენილი და მოვლილი თრუსო, კიდევ უფრო მეტად განავითარებს ყაზბეგის რაიონის ტურისტულ პოტენციალს.” – განაცხადა გელა ფიცხელაურმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები