ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია გრძელდება
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, №15 და №25-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადებს და სადარბაზოებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ დროისთვის ტენდერები დასრულებულია და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსების ფასადების შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში შეიცვლება ფანჯრები, ასევე, კორპუსის მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის იერსახის მოწესრიგება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად გრძელდება.