სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩია

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციის წევრებმა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს.

 

კენჭისყრაში მონაწილეობდა საკრებულოს 17 წევრი. ირაკლი კაჭარავას არჩევას მხარი “ნაციონალურმა მოძრაობამაც” დაუჭირა, ხოლო სხდომას არ დასწრებიან „ქართული ოცნების” წევრები.

 

შეგახსენებთ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსმა ვეფხვია რუსიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დღეს, სხდომის დაწყებამდე დატოვა.

 

ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის წევრები 9 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები