ნინო ლაცაბიძე: დღეიდან, რუსთავის ფეხბურთის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვიწყებთ

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ,  საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის”  ახალი სპორტულ დირექტორად  ბაჩანა ცხადაძე წარადგინა. ნინო ლაცაბიძემ კლუბის ახალ მენეჯმენტთან და ფეხბურთელებთან  შეხვედრაზე, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და კლუბ ,,რუსთავის” გაძლიერების მიზნით უკვე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

 

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავის მერია, საფეხბურთო კლუბის ,,რუსთავი” განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას და სტადიონის მოძველებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.
,,რუსთავში, ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. დღეიდან კლუბის სპორტული დორექტორი ბაჩანა ცხადაძე იქნება, მას და მის ოჯახს ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ რუსთავთან და ფეხბურთთან. გამომდინარე იქედან, რომ სტადიონის სრული ინფრასტრუქტურა მუნიციპალურ ბალანსზეა,  ვიწყებთ რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ სპორტსმენებს   უკეთეს პირობებში ვარჯიშის და  შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა ჰქონდეთ.  რუსთავში  ფეხბურთს დიდი ისტორია აქვს და ამ ისტორიას  გაგრძელება უნდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, გვაქვს მოძიებული თანხა,   უახლოეს მომავალში დავიწყებთ  სასტუმრო კომპლექსის, სასადილოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მე ვფიქრობ,  როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე ამ მიმართულებით, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვექნება”,- განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

საფეხბურთო კლუბის და ზოგადად ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობას, რუსთავის მერია კლუბის ახალ მენეჯმენტთან ერთად დაიწყებს.

 

რუსთავის სტადიონი 1948 წელს აშენდა. ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ, ის 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორცილდა. რუსთავის სტადიონი, ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წელის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან, კი გუნდმა სახელი შეიცვალა და მას ,,საფეხბურთო კლუბი რუსთავი” ეწოდა.

 

კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ბაჩანა ცხადაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრია და საკლუბო დონეზე არაერთი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, არის საქართვრლოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. ბოლო წლებში მის მიერვე დაფუძნებულ კერძო საფეხბურთო სააგენტოში მოღვაწეობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები