მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება

2022-2024 წლების განმავლობაში, მიწის სისტემური რეგისტრაცია ეტაპობრივად განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა).

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

საკადასტრო სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

· რეგისტრირებული ფართობის სიმცირე;

· დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა;

· მოსახლეობის რაოდენობა;

· გეოგრაფიული მდებარეობა;

· კლიმატური პირობები;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე სისტემურ რეგისტრაციას ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

· მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;

· უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

· გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;

· სანოტარო მედიაცია;

· მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

· ფაქტების კონსტატაცია;

· მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;

· მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები