ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკმა გაჟონა – მოწამლულია რამდენიმე მუშა

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ. 2 მუშა ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ადგილზე ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ. ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი “ბალონის” გაჭრის შედეგად მოხდა.

მომხდარის დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები