„ქართული ოცნების“ სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს
“ქართული ოცნების“ სენაკის ადგილობრივი ორგანიზაცია საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
მმართველი გუნდი 9 თებერვლის საკრებულოს სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს, რადგან, პარტიის წევრების თქმით, საკრებულო კვორუმის გარეშე შეიკრიბა და კანონმდებლობის დარღვევით მიიღეს გადაწყვეტილება სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადარჩევისა, ასევე „გახარია – საქართველოსთვის“ 1 წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
“ქართული ოცნების” შეფასებით, აღნიშნული უპრეცედენტო შემთხვევა და კანონის უხეში დარღვევაა.
ცნობისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტის 33-წევრიან საკრებულოში 16 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, 16 ენმ-ს, ხოლო გახარიას პარტიას – 3 მანდატი.