ბორჯომსა და ახალციხეში უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს.

 

“ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა ჯამში 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს და შემდგომში მისი ტრანსპორტირება განახორციელეს. ამავე მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, 2მ3-მდე საშეშე მერქანი და 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ამასთან, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ რეგისტრირებულ სახერხ საამქროებში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები