სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საგარეჯოში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილე ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, დღეს სოფელ კოჭბანის, გომბორისა და უჯარმის მოსახლეობას შეხვდა.

“ადგილობრივებმა, ავთანდილ გულიკაშვილს ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის 668 000 ლარია გამოყოფილი.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:

  • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
  • სარწყავი სისტემები;
  • სანიაღვრე არხები;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები
  • გზები და გზისპირა მოსაცდელები;
  • ხიდები, ცხაური, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები.
  • გარე განათება.
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  • ამბულატორიის შენობები;
  • სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  • სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე
  • სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
  • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  • მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები