კარლ ჰარცელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს გაეცნო
კახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია. პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის შესახებ განცხადებასაც მოიცავდა.
ასევე, დიპლომატი დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგებლებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ რამდენიმე ადგილობრივ საწარმოს ესტუმრა.
კარლ ჰარცელმა და მინისტრმა შამუგიამდღე დედოფლისწყაროს ბიოსფერულრეზერვატში დაიწყეს, სადაც, რეზერვატისგაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) პროგრამაში „ადამიანი და ბიოსფერო“ წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს.
კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) ერთად, მუნიციპალიტეტმა, ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, განვითარებაზე იმუშავა.
„ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია, ისევე როგორც, პროექტის ფარგლებში, ბიზნესის განვითარება, ადგილობრივი თემის ცხოვრების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სუფთა და მრავალფეროვანი გარემო კი, ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტს და მის მცხოვრებლებს განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დედოფლისწყაროში ვიზიტისას, ელჩი ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) შეხვდა.