ნანა გაბელიამ თბილისში ერთიანი ქართულ-აფხაზური ეთნოგრაფიული სივრცე გახსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა თბილისში, ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე ეთნოგრაფიული სივრცე გახსნა.
„აფხაზური ისტორიის სახლში“ განთავსდა აფხაზური ტრადიციული სამოსი, ხალხური საკრავები. აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები აქ შეისწავლიან ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას. აქვე უნიკალური ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და ფოტომასალის საფუძველზე ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი გამოფენა.
„აღნიშნული ეთნოგრაფიული სივრცის მოწყობის მიზანია ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, საერთო ტრადიციების, რელიგიური წეს-ჩვეულებების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მათი შესწავლა და პოპულარიზაცია“, – განაცხადა ნანა გაბელიამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/ვ მთავრობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები