ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი ისევ ვერ შედგა – სხდომა გადაიდო
დღეს ზუგდიდში საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ისევ გადაიდო. საკრებულოს სხდომას ამჯერად “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებოდნენ.
ოპოზიციის ორი დეპუტატი, რომელთაც კოვიდის სიმპტომები აქვთ, თვითიზოლაციაში არიან და ამ დროისთვის PCR ტესტის პასუხებს ელოდებიან.
სხდომაზე არ მისულა არც მათთან კონტაქტში მყოფი საკრებულოს 8 დეპუტატი ენმ-დან.
ცნობისთვის, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დღეს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, რა დროსაც დეპუტატებს თავმჯდომარის მოადგილეები უნდა აერჩიათ.