მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი შენობის, გათბობის, წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემების სრულ რეაბილიტაციას, ეზოს შემოღობვას, ჭიშკრის ორი ახალი კარის მონტაჟსა და ეზოში არსებული სამანქანო გზების მოასფალტებას, სპორტდარბაზის გამაგრებას, დარბაზის დამხმარე ნაგებობის დემონტაჟსა და მის ადგილზე სამსართულიანი ფრთის მიშენებას, ბუფეტის, სამზარეულოსა და სამედიცინო ოთახის მოწყობას ითვალისწინებს.

“სკოლის შენობა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აშენებული. მათ შორის ორი ნაწილი სასწავლო დანიშნულებისაა, მესამე ნაწილში კი სპორტდარბაზი განთავსებული.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მეჯვრისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა ექნება.
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის 416 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხელთუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მათი ტრანსპორტირების ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები