ზუგდიდში უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა დოკუმენტი.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შედგა შესაბამისი ოქმები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები