გორში ახალგაზრდა  მამაკაცი დაჭრეს

გორში 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

 

არსებული ინფორმაციით, მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

 

პოლიციელებმა დაჭრილი მამაკაცი მანქანაში იპოვეს. დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

”კვირას” ინფორმაციით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები