ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საპროექტო წინადადების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადების შერჩევის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

 

პროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის 326 000 ლარია გამოყოფილი.

 

“საერთო კრება ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება, სადაც მოქალაქეები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და შეარჩევენ განსახორციელებელ პროექტს.

 

 

23 თებერვალი:
12:00 საათი – ს.მთისძირი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
13:00 საათი – ს.ბალღოჯიანი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
14:00 საათი – ს.ახალსოფელი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
24 თებერვალი:
12:00 საათი – ს.ჭიკაანი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
13:00 საათი – ს.გავაზი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
14:00 საათი – ს.სანავარდო ( სოფლის ცენტრი)
25 თებერვალი:
12:00 საათი – ს.შილდა  (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
13:00 საათი – ს.ენისელი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
14:00 საათი – ს.საბუე (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
15:00 საათი – ს. გრემი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
 2 მარტი:
12:00 საათი – ს.თხილისწყარო (სოფლის ცენტრი)
13:00 საათი – ს.შოროხი (სოფლის ცენტრი)
14:00 საათი – ს.საცხენე  (სოფლის ცენტრი)
15:00 საათი – ს.თივი (სოფლის ცენტრი)
 4 მარტი:
12:00 საათი – ს.ჩანტლისყურე (სოფლის ცენტრი)
13:00 საათი – ს.ზინობიანი (სოფლის ცენტრი)
14:00 საათი – ს. წიწკანაანთსერი (სოფლის ცენტრი)
15:00 საათი – ს.კუჭატანი  (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
5 მარტი:
12:00 საათი – ს.ალმატი  (სოფლის ცენტრი)
13:00 საათი – ს.შაქრიანი  (სოფლის ცენტრი)
14:00 საათი – ს.გრძელიჭალა  (სოფლის ცენტრი)

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტებია:
✔ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე-ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
✔ სარწყავი სისტემები;
✔ სანიაღვრე არხები;
✔ ნაპირსამაგრი სამუშაოები;
✔ გზები და გზისპირა მოსაცდელები;
✔ ხიდები, ცხაური, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;
✔ გარე განათება;
✔ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
✔ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
✔ ამბულატორიის შენობები;
✔ სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
✔ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
✔ სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
✔ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
✔ მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;”,  –  აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები