ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, 48 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 50 412 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 635, გამოჯანმრთელდა 42 006 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები