ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის ეროვნული კონფერენციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალთა პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლაა.
„ვაფუძნებთ ქალთა ორგანიზაციას. მიზანი არის ქალთა როლის გააქტიურება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიზრუნებთ მათ პროფესიონალურ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. ეს არის ევროპაში აპრობირებული ინსტრუმენტი და ჩვენც ამ პრაქტიკას მივყვებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.