ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის ქუთაისის ბიუროს წევრებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.
“შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში’, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის მხარეში.