ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას პროტესტი მოყვა
ქუთაისის მერიის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას პროტესტი მოყვა. გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ითხოვენ.
მერიის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა შესთავაზეს. თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ წლებია, აღნიშნულ ადგილზე ვაჭრობენ, ბაზარში ქირის გადახდა კი არ შეუძლიათ.
ამ დროისათვის ადგილზე მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.