ქვეშეთი-კობის გვირაბის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ქვეშეთი-კობის გვირაბის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამ დროისთვის მთავარ გვირაბში TBM-ით უკვე 770 მეტრი გაბურღულია და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი. პარალელურ რეჟიმში, საევაკუაციო გვირაბში მიმდინარეობს ბურღვითი და დროებითი სამაგრის მოწყობის სამუშაოები. ამ დროისთვის საევაკუაციო გვირაბში გაბურღულია 2644 მეტრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.