სენაკის მუნიციპალიტეტში, 4 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში, დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 165 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები