არასამთავრობო ორგანიზაცია „სათემო ფონდი ნეფა“-ს წარმომადგენლები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კოორდინატორი წალენჯიხის მერის მოადგილეს შეხვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „სათემო ფონდი ნეფა“-ს წარმომადგენლები ნინო ყორშია, მაია ფიფია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კოორდინატორი ქალაქ ზუგდიდში, ციცინო შენგელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით, „სათემო ფონდი ნეფა“ ახორციელებს პროექტს „ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება“ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში ქალთა საჭიროებების გამოსავლენად მუნიციპალიტეტის ე.წ. საოკუპაციო გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე, მათ შორის-ოლორი, ნაშამგუ, პალური, ეწერფერდი, ქალაღალი, წყოუში, ფახულანში ჩატარდა კვლევები .
გარდა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიისა, კვლევები ასევე ეწერის, ობუჯისა და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.
ამასთან, გამოვლინდა სხვადასხვა სახის საჭიროება: მათ შორის წყალმომარაგების საკითხების მოგვარება, ნარჩენების გატანა, გარე განათებების მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, მოსაცდელების მშენებლობა, ტრანსპორტით მომსახურება ცენტრალური ტერიტორიიდან სოფლებში, ინტერნეტი და ა.შ
შეხვედრაზე თამარ ბელქანიამ აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევები უმნიშვნელოვანესია, რადგან პრობლემების მოგვარება მისი დაფიქსირებით იწყება.
ინფორმაციას წალენჯიხის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.