ლესაში ხიდის მშენებლობა დასრულდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, რეაბილიტირებული ხიდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნული ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა და მისი რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები