მცხეთა-მთიანეთის გუბერნია: ჭიკაიძეების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს უახლოეს კვირებში ხის ახალი სახლი აუშენდებათ

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ჭიკაიძეების მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომში ცხოვრობს, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.
რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება.
დავით ნოზაძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ოჯახს შესაძლებლობა ექნება აღნიშნული პროგრამით ისარგებლოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
თავის მხრივ, დახმარების სურვილი გამოთქვეს ბიზნესის წარმომადგენლებმაც. მათ ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სახსრებით ჭიკაიძეების ოჯახს, რომელიც 7 წევრისგან შედგება და მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვია, უახლოეს კვირებში ხის ახალ კომფორტულ სახლს აუშენებენ.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები