ნინო ლაცაბიძე: ჩემთვის არაფრისმთქმელია კანდიდატი, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა

ოპოზიციის მხრიდან ცოტა არასერიოზული მგონია ასეთი დამოკიდებულება და ჩემთვის არაფრისმთქმელია კანდიდატი, რომელიც წარმოადგინეს, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქის მაჟორიტარულ კანდიდატად “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველი ადამიანი, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს, ბევრად უფრო მეტად იქნება მოტივირებული, იმისთვის რომ ქალაქში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

„გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდით კანდიდატის შერჩევას. ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო რუსთაველი, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს და ზუსტად გრძნობს იმ პრობლემებს, რაც დღეს ქალაქს აქვს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის შუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ირაკლი შატაკიშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები