ლანჩხუთში  კარატეს დარბაზის კეთილმოწყობა დასრულდა

ლანჩხუთში  კარატეს დარბაზის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, შეკეთდა და შეიღება დაზიანებული კედლები და ჭერი. ასევე, შეიცვალა კარ-ფანჯრები.

გარემონტებული დარბაზი ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ  სპორტული ცენტრის თანამშრომლებთან  ერთად დაათვალიერეს.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები