კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 23 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 7 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი დაამზადეს.

თელავის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 18 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები