ალეკო ელისაშვილი: ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის მაჟორიტარად, დიდი ალბათობით, მხარს არ დავუჭერთ

პრესკონფერენციას აწყობენ და გვითითებენ, ეს იქნება კანდიდატი და მხარი დაუჭირეთო. ბოდიშით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  ბადრი ჯაფარიძეს რუსთავის მაჟორიტარის კანდიდატად, დიდი ალბათობით, მხარს არ დაუჭერენ და პარტიას საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

 

„გუშინ არაკოლეგიური საქციელი ვიხილეთ – გამოვიდნენ, პრესკონფერენცია გამართეს და ცხელ გულზე თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება რუსთავში. ეს არის არაკოლეგიალური დამოკიდებულება, ასე ქცევა არ შეიძლება. „ლელოსთვის” ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მოვიდნენ და შეთანხმდნენ. პრესკონფერენციას აწყობენ და გვითითებენ, ეს იქნება კანდიდატი და მხარი დაუჭირეთო. ბოდიშით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. დიდი ალბათობით, ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ და ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. ამას წყენის და ბრაზის გამო არ ვაკეთებთ. თუ თანხმობა უნდათ, კეთილი ინებონ და წინასწარი კონსულტაცია გაიარონ. ტერიტორიას რომ მინიშნავ და სხვა გზა არ გაქვს, მხარი უნდა დამიჭირო, სწორი არ არის“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

 

ცნობისთვის, შუალედურ არჩევნებში „ლელო“ ბადრი ჯაფარიძეს  რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს. ამასთან, დღეს დაგეგმილია ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები და შესაძლოა, ჯაფარიძე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი იყოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები