ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“გარდაიცვალა გენადი ბესტაევი. ოკუპანტებო!!! თქვენ ხართ მკვლელები”,- წერს ქაცარავა.

ინფორმაცია “კვირას” სუს-შიც დაუდასტურეს.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლთან დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო გადმოყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები