ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 442 შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში 227-მდე ადამიანი მკურნალობს, აქედან 56 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 49 524 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 40 762 , ხოლო გარდაიცვალა 624 ადამიანი.