ამირან გამყრელიძე: ბოლო დღეების მაჩვენებლები მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ დროისთვის „ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს.
„ეპიდსიტუაციის ბოლო დღეების მაჩვენებლები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება.
თუმცა, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო. საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ პრეპიკურ მაჩვენებელზე ის ქვეყნები, რომლებმაც გადაიარეს პირი, ჯერჯერობით, მაინც ვერ ჩამოდიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.