ქუთაისში 2022 წელს 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” განხორციელებაში.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში შერჩეული პროექტებიდან, ქუთაისში დაფინანსდა შემდეგი პროექტები :
1. მაჩაბლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა.
2. დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანის რეაბილიტაცია.
3. რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
4. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია.
5. სააკაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა.
6. კუპრაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა.
7. რეზო ჭეიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა.
8. ილია ჭავჭავაძის გამზირზე (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ), საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების აღჭურვა ელექტრო საინფორმაციო ტაბლოებით.
10. ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
11. ბუკიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.