მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, ა(ა)აიპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან და შპს “სოფ წყალის” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

 

მცხეთის მერმა წარმომადგენლებს დაავალა, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, მოითხოვა რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

 

დიმიტრი ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს ოპერატიული მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოდ მოკლე ვადაში აღმოიფხვრება პრობლემები სხვადასხვა ლოკაციებზე.

 

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები