დმანისის მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შედეგად სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახლებსა და სოფელ განთიადის საჯარო სკოლას ბზარები აღენიშნება.
სტიქიით მიყენებული ზიანის გამო, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.
დმანისში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. ადგილზე ასევე იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი. მისი თქმით, ყველა ოჯახი, რომელიც დაზარალდა მიწისძვრის შედეგად, სახელმწიფო ბოლო თეთრამდე, მაქსიმალურად აანაზღაურებს ხარჯებს.
“ვიმყოფებით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში, სადაც ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ დაზიანება ნამდვილად არის. დავიწყებთ უკვე საექსპერტო დასკვნაზე მუშაობას, თუ რა მოქმედება დავგეგმოთ შემდგომში. ეს იქნება რეაბილიტაცია შენობის, თუ დემონტაჟი. ყველა ოჯახი, რომელიც დაზარალდა მიწისძვრის შედეგად, სახელმწიფო ბოლო თეთრამდე, მაქსიმალურად აანაზღაურებს ხარჯებს“, – განაცხადა დოხტურიშვილმა.
კომენტარები
კომენტარები