კახეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, მდინარე ნინოსხევის კალაპოტიდან, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორი) გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 20 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში).
“სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები