ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს.
კენჭისყრაში 25-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. მომხრე იყო ამდენივე დეპუტატი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიგა ფარულავა პარტიამ – “საქართველოსთვის”, დაასახელა.
კანდიდატურები არ წარმოუდგენია ენმ-ს და “ქართულ ოცნებას”.