სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში გუშინ გვიან ღამით, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. ის დაახლოებით 25 დღის განმავლობაში დაკარგული იყო და ეძებდნენ.
ცხედარი სოფელში, სავარგულების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
სოფელში მერის წარმომადგენელმა გოგა ქორიძემ “კვირას” უთხრა, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული და თუ რით გარდაიცვალა 65 წლის მამაკაცი, ეს ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა.