ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მოძრაობის აღდგენამდე, ადგილზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.